იტალიელმა ჩოგბურთელმა – ფაბიო ფონინიმ ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა ნოვაკ ჯოკოვიჩზე და სერბის მირე მოგებულ მეათე ავსტრალიის ღია პირველობაზე.
“ძალიან რთულია შესაბამისი სიტყვების მოძებნა. გასულ წელს ნოვაკმა 2 დიდი სლემის ტურნირი და 4 მასტერსი გამოტოვა (არ დაუშვეს ტურნირებზე, რადგან კოვიდ აცრა არ ქონდა გაკეთებული), თუმცა წლის შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციის გავლა მაინც შეძლო.
1 წლის წინ, მელბურნში ჩასული ჯოკოვიჩი უკან გამოუშვეს დეპორტით, გაატარეს რა ნამდვილი ჯოჯოხეთი. სერბი არ ნებდება – იგი წელს დაბრუნდა ავსტრალიაში და მეათედ მოიგო Australian Open.
დიდი სამეულის წევრები – როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო ტურის აბსოლიტური ლიდერები არიან და ამ სპორტის ისტორიას თავიდან წერენ.
ჩემი აზრით, ამ სამეულში ყველაზე ძლიერი ჯოკოვიჩია. ამაზე მიუთითებს სტატისტიკა და ციფრები, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ნადალთან და ფედერერთან შედარებით ნოვაკი ნაკლებად უყვართ როგორც ჩოგბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს”.