მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ოლიმპიადიდან გამოთიშვის გამო, როგორც თავად ამბობს, თავს საშინლად გრძნობს. მოგეხსენებათ, ნახევარფინალში, სერბი ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა
“ეს კოშმარია. თავს საშინლად ვგრძნობ, თუმცა სპორტი ასეთია.
მან უკეთ ითამაშა. თავისი ერგება – მატჩს აკონტროლებდა, კარგად აწვდიდა და მეორე ჩაწოდებაზე ჩემთვის შანსები არ მოუცია,” – თქვა ნოვაკმა