ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლეს საკუთარი რეიტინგები.

მამაკაცთა ტოპ 10-ში არაერთი გადანაცვლება მოხდა: Australian Open-ის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და პირველი ჩოგნის სტატუსი მიიღო.

null

ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელმა გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა მეორე წრეში მარცხისთვის 1945 ქულიანი დანაკარგი განიცადა და ტოპ 5 დატოვა. რეგრესი ქონდა დანილ მედვედევს, რომელმაც საერთოდ ტოპ 10 დატოვა.

Australian Open-ის ფინალისტმა სტეფანოს ციციპასმა მესამე ჩოგნის სტატუსი მიიღო, ხოლო ანდრეი რუბლიოვმა მეხუთესი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირასთან შედარებით 3 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

null

1 (5) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 7070
2 (1) კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6730
3 (4) სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 6195
4 (3) კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5765
5 (6) ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) 4200
6 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 3815
7 (7) ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) 3715
8 (9) ტეილორ ფრიცი (ა.შ.შ) 3410
9 (10) ჰოლგერ რუნე (დანია) 3046
10 (11) ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) 2995

……………………………………..

87 (90) ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) 595

null

ქალთა ერთეულთა თანრიგის რეიტინგშიც არაერთი გადანაცვლება მოხდა. ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი – არინა საბალენკა მსოფლიო მეორე ჩოგანი გახდა. ტურნირის ფინალისტი ელენა რიბაკინა ტოპ 10-ის წევრია, გამოაგდო რა იქიდან ვერონიკა კუდერმეტოვა.

სამწუხაროდ, დიდი რეგრესი აქვთ ქართველ ჩოგბურთელებს – ეკა გორგოძემ წინა კვირასთან შედარებით 19 პოზიცია დაკარგა და მსოფლიო 239-ე ჩოგანია, ხოლო მარიამ ბოლქვაძე 356-ე.

null

1 (1) იგა შვიონტეკი (პოლონეთი) 10485
2 (5) არინა საბალენკა (ბელარუსი) 6100
3 (2) ონს ჟაბერი (ტუნისი) 5210
4 (3) ჯესიკა პეგულია (ა.შ.შ) 5000
5 (4) კაროლინა გარსია (საფრანგეთი) 4645
6 (7) კოკო გაუფი (ა.შ.შ) 3992
7 (6) მარია საკარი (საბერძნეთი) 3811
8 (8) დარია კასატკინა (რუსეთი) 3380
9 (10) ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) 2905
10 (25) ელენა რიბაკინა (ყაზახეთი) 2815

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *