ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ

მსოფლიო საჩოგბურთო ელიტა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეიკრიბა, სადაც 30 მაისს სტარტს აიღებს სეზონის მეორე გრანდ სლემის ტურნირი – როლან გაროსი.
კენჭისყრის ცერემონიის წინ როლან გაროსის 13 – გზის ტრიუმფატორ რაფაელ ნადალს ძეგლი გაუხსნეს ცენტრალური კორტის წინ.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა კენჭისყრა – დიდი სამეულის წევრები(ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი) ბადის ზედა ნახევარში მოხვდნენ, ასე რომ მათი სავარაუდო დაპირისპირებების ხილვა მაყურებელს ფინალამდე მოუწევს.

ბადე 4 პირობით მეოთხედად არის გაყოფილი. პირველი მეოთხედის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომლის პირველი მეტოქე მაერიკელი ტენის სანდგრენია, როჯერი კი პირველ რაუნდში კვალიფიკაციის რომელიმე გამარჯვებულს შეხვდება. ფედერერის და ჯოკოვიჩის გზები ერთმანეთთან 1/4 ფინალში იკვეთება.

მეორე მეოთხედის ლიდერი რაფაელ ნადალია, რომელიც ტურნირს ალექსეი პოპირინთან მატჩით გახსნის, აქვეა რუსლან კარაცევიც და ანდრეი რუბლიოვიც, რუსი ჩოგბურთელები ერთმანეთს შესაძლოა მეოთხე რაუნდში გადაეყარონ.

პოტენციურად რაფაელ ნადალის გზა როჯერ ფედერერთან ან ნოვაკ ჯოკოვიჩთან ნახევარფინალში იკვეთება.

მესამე მეოთხედის ლიდერად ავსტრიელი დომინიკ ტიმი მიიჩნევა, რომლის პირველი მეტოქე ესპანელი პაბლო ანდუხარია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა 1/4 ფინალში ტიმის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი უნდა გახდეს.

ბადის უკიდურეს დაბალ, მეოთხე მეოთხედში განითესა დანილ მედვედევი, რომელიც ტურნირს ყაზახ ანდრეი ბუბლიკთან მატჩით გახსნის. 1/4 ფინალურ სტადიაზე სავარაუდოდ რუსს სტეფანოს ციციპასთან მოუწევს დაპირისპირება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს სერბ დუშან ლაიოვიჩთან დაპირისპირებით იწყებს, წარმატების შემთხვევაში საქართველოს პირველ ჩოგანს მეორე რაუნდში 2 კვალიფაერს შორის გამარჯვებულთან მოუწევს თამაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *