ნოვაკ ჯოკოვიჩმა “ოქროს სლემის” მოგება ვერ მოახერხა, რადგან ოლიმპიადის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან სამ სეტში დამარცხდა: – 6:1; 3:6; 1:6
ერთი წლის განმავლობაში, მან ავსტრალია, როლან გარო და უიმბლდონი მოიგო და “ოქროს სლემის” დასასრულებლად ოლიმპიური + ამერიკის ტიტულები სჭირდებოდა.
ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც “ოქროს სლემი” მოგებული აქვს, ეს შტეფი გრაფია – გერმანელმა ეს 1988 წელს შეძლო.
ფინალში ზვერევის მეტოქე კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში კარენო ბუსტა ორ სეტში დაამარცხა – 6:3; 6:3