ჯოკოვიჩმა ბელგრადის ტურნირი მესამედ მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბელგრადის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო.
ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 28 წუთს გრძელდებოდა, რომელშიც სერბმა ჩოგბურთელმა 6:4 6:3 სძლია სლოვაკ ალექს მოლჩანს (N255 მსოფლიო რეიტინგში).

ჯოკოვიჩმა კარიერაში მესამედ მოიგო სერბეთის დედაქალაქში გამართული ტურნირი – 2009, 2011, 2021.
ნოვაკმა საჩოგბურთო კარიერაში ATP-ის 83-ე ტიტული მოიპოვა, გრუნტის საფარზე კი მე-16.
მიმდინარე სეზონში ჯოკოვიჩი გახდა მეექვსე ჩოგბურთელი, რომელსაც 1 ტიტულზე მეტი აქვს მოგებული.
ნოვაკ ჯოკოვიჩი
რაფაელ ნადალი
სტეფანოს ციციპასი
ალექსანდრ ზვერევი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ჰუბერტ ჰურკაჩი

2021 წელს „სერბულმა ჯოკერს“ 20 მოგება და 3 წაგება აქვს (თიხაზე 11:3).
შეგახსენებთ, რომ ხვალ სტარტს აიღებს როლან გაროსის გათამაშება, პირველი რაუნდის შეხვედრაში კი ნოვაკი ამერიკელ ტენის სანდგრენს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *