ჯოკოვიჩმა პარიზში 4 ისტორიული რეკორდი დაამყარა

2 თვიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP TOUR-ს დაუბრუნდა. სერბმა ჩოგბურთელმა პარიზის მასტერსის ფინალში 4:6 6:3 6:3 სძლია დანილ მედვედევს და სეზონის დასკვნითი, 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო.

საფრანგეთის დედაქალაქში ჯოკოვიჩმა 4 ისტორიული რეკორდი დაამყარა:

1. პარიზის მასტერსის მოგებით, ნოვაკმა სეზონის პირველ ნომრად დასრულება გაინაღდა. ჯოკოვიჩმა საჩოგბურთო კარიერაში მეშვიდედ მოახერხა სეზონის დასრულება პირველი ჩოგნის სტატუსით. ასეთი შედეგი მამაკაცთა ჩოგბურთში სერბის გარდა, არავის დაუფიქსირებია.

2. 2021 წელს ნოვაკმა მხოლოდ 10 ტურნირზე იასპარეზა და იქ დაგროვილი ქულებით გაინაღდა პირველობა. აქამდე საუკეთესო შედეგად ითვლებოდა რაფა ნადალის მიღწევა – ესპანელმა 2013 წელს 13 ტურნირზე ასპარეზობის შედეგად დაგროვილი ქულებით გაინაღდა პირველობა სეზონის ბოლომდე.

3. ნოვაკმა კარიერაში 37-ე მასტერსის ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით გადაასწრო რაფაელ ნადალს (36).

4. პარიზის მასტერსის მეორე წრეში მოგებული მატჩით ჯოკოვიჩმა 418 გამარჯვება დააგროვა პირველი ჩოგნის სტატუსით და რეკორდი მოუხსნა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *