ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, ჯონ ბარნსმა, ერთ-ერთ ტელეშოუში ძველი ამბები გაიხსენა. 80-იანების ამბები, სანამ პრემიერლიგა შეიქმნებოდა და ფულის მანქანად ჩამოყალიბდებოდა.
„ძალიან ბევრ ალკჰოლს ვსვამდით. ყველაფერს აღვნიშნავდთ. ოღონდ მეორე დღეს ვარჯიშზე მწყობრში უნდა ყოფილიყავი და ბოლომდე დახარჯულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგაგდებდნენ.
საშობაოდ კი სხვადასხვა კოსტიუმებს ვირგებდით და ისე ვთვრებოდით. ისეც მომხდარა, ფეხბურთელი მეორე დილით ვარჯიშზე პირდაპირ ბარიდან მიკი მაუსის ფორმაში გამოწყობილი მისულა…
ერთხელ საღამოზე თინა ტერნერის ფორმა გადავიცვი: მეთევზეს კოლგოტი, კოვბოის ჩექმები, მოკლე ქურქი, პარიკი და მაკიაჟი. მაშინ საკმაოდ ტანწერწეტა ვიყავი და ზოგიერთმა ვერც მიცნო, ქალივით დამიწყეს თვალიერება.
ღამე კაცები დათვრნენ და ცოტა შემეშინდა. ემანდ რამე არ მიყონ მეთქი, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. დილამდე ვსვამდით. მერე კი ვარჯიშზე წავედით. საბედნიეროდ მწვრთნელი კენი დალგლიში იყო, რომელიც არ გკითხავდა სად გაატარე ღამე, მთავარია ვარჯიშხე მწყობრში ყოფილიყავი“,- ჰყვება ბარნსი.