“ჯონსი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს” – ფრენსის ნგანუ

უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიდის საუბრები ფრენსის ნგანუსა და ჯონ ჯონსის შესაძლო დაპირისპირებაზე. მძიმე წონის მოქმედი ჩემპიონისა და UFC-ს ლეგენდის ეს ძალზედ საინტერესო ბრძოლა, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და რეზონანსული დაპირისპირება იქნება MMA-ს ორგანიზაციაში. ჯონსი უკვე 1 წელზე მეტია მუშაობს მასის გაზრდაზე, რათა მძიმე წონაში ასპარეზობა ეფექტურად შეძლოს. მათ პოტენციურ ბრძოლაზე ნგანუმ MMA Junkie-სთან ისაუბრა:

“არც კი წარმომედგინა, რომ სტიპესთან გამარჯვების შემდეგ ჯონსის გარდა სხვას შემახვედრებნენ, მაგრამ ასე მოხდა. სტიპესთან ბრძოლიდან უკვე 10 თვე გავიდა და ახლა ჯონსის მაგივრად სირილ განს უნდა ვებრძოლო, რომელიც ამ დროის მანძილზე საერთოდ არ განიხილებოდა ამ სიტუაციაში. რასაც ჯონ ჯონსი ამბობს და აკეთებს ორი სხვადასხვა რამაა. მე ვერასდროს ვერ ვენდობოდი ჯონსის სიტყვებს”.

სირილ განი ფრენსისს მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის სტატუსით შეებრძოლება და შეეცდება სრულფასოვანი ქამრის დაუფლებას. ნგანუსთვის ეს პირველი ქამრის დაცვაა. მათი ორთაბრძოლა 23 იანვარს, UFC 270-ზე გაიმართება. ამავე ივენთზე იბრძოლებს ქართველი მატადორი, ილია თოფურიაც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *