მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა ისაუბრა.
“ნაკრებში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და 3 ქულის აღების იმედი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა სალონიკში დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ყველა მეტოქეს მაქსიმალურად პატივი უნდა სცე. საქართველოს ნაკრებს ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს, გუნდმა ეს ესპანეთთანაც დაამტკიცა. ჩვენთვის ყველა თამაში მოსაგებია და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ძლიერია მეტოქე.
დიდი ხანია მკაფიო გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავანეიტრალოთ მეტოქე. მთავარი ამოცანაა მატჩისას სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, ხვალინდელი თამაშის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
ჩვენ სექტემბერში დავატმკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია მოგება. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელიც პროგრესირებს.”-განაცხადა ბერძენთა თავკაცმა.