საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი გამართა. სანიოლის შეგირდებმა საბერძნეთთან 0:2 წააგეს. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯონ-ვან სხიპმა ისაუბრა.
“ჩვენი მიზანი 3 ქულის აღება იყო და მიხარია, რომ მოვიგეთ. გოლები თამაშის ბოლოს გავიტანეთ. ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და სასურველი შედეგის მიღწევის შანსიც იქნება.
საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებები ერთი დონის გუნდები არიან. კარგად ვითამაშეთ, მოგებას ვიმსახურებდით.
ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, უკეთესი იქნებოდა გოლი უფრო ადრე გაგვეტანა. ახლა სრული კონცენტრაცია შემდეგი თამაშებისკენ გვაქვს, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ.”-განაცხადა ბერძენთა დამრიგებელმა.