ჯონ ისნერმა ენდი მარეის კარიერაში პირველად მოუგო

ამერიკელი ჯონ ისნერისთვის ერთერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ATP TOUR-ზე ენდი მარეი გახლდათ. “პატარა ჯონს” ენდი ბოისთან 8 ურთიერთშეხვედრიდან ყველა წაგებული ქონდა და როდესაც ამ ჩოგბურთელთა გზა უიმბლდონის მეორე წრეში გადაიკვეთა, ენდის გულშემატკივრებს ეს ამბავი ძლაიან ესიამოვნათ.

ყველა სერია სადღაც მთავრდება… მარეიმ ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩაწოდების გიჟური სისწრაფის მქონე “იანკიმ” 4 სეტში 6:4 7:6 6:7 6:4 სძლია მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგანს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ამერიკელმა მესამე გეიმში შეასრულა და შემდეგ აღარ გასჭირვებია პარტიის გამარჯვებამდე მიყვანა.

მეორე სეტში არცერთი ბრეიკპოინტი არ ყოფილა და ჩოგბურთელები მშვიდად მივიდნენ “დაგეგმილ” ტაიბრეიკზე. მე-13 გეიმში ისნერი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა და 7:4 იმარჯვა.

მესამე პარტია მეორეს ძალიან გავდა, განსხვავება ის იყო მხოლოდ რომ “საჩოგბურთო ლატარეაში” ამჯერად ენდიმ მოიგო 7:3.

მეოთხე სეტში, ჯონმა ამჯერად მეხუთე გეიმში, მეორე მცდელობით შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და შემდეგ უპრობლემოდ მიიყავანა მატჩი საბოლოვო გამარჯვებამდე 6:4 7:6 6:7 6:4.

შეხვედრა 3 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ისნერი ანგარიშზე 36 ეისი, 2 ბრეიკი და 82 ვინერსი იყო. ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირის მესამე წრეში იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.