ჯონ ჯონსი ბრუნდება

UFC-ს ლეგენდა და ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი საბრძოლველად ბრუნდება. თუმცა ეს არ იქნება ბრძოლა UFC-ში და შესაბამისად, არც MMA-ს წესებით. ჯონსი 10 დეკემბერს, Fury Grappling-ის ივენთზე, ბელატორის მძიმე წონის ჩემპიონს, ჯიეკ ჰეგერს გრეპლინგის მატჩში დაუპირისპირდება.

“აღფრთოვანებით მინდა გაცნობოთ, რომ მალე ვიასპარეზებ მსოფლიოს საუკეთესო გრეპლინგის ორგანიზაციაში. 10 დეკემბერს, ნიუ ჯერსიში, ბელატორის მძიმე წონის ჩემპიონს დავუპირისპირდები” – წერს ჯონსი თვითერზე.

შეგახსენებთ, ჯონ ჯონს 2020 წლის თებერვლის შემდეგ არ უბრძოლია. მან ბოლო დაპირისპირებაში დომინიკ რეიესი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა, თუმცა მალე ორგანიზაციას განუცხადა, რომ ტიტული ვაკანტურად გამოეცხადებინათ. მიზეზი კი ისაა, რომ ჯონსმა მძიმე წონაში ასვლა გადაწყვიტა – მისი თქმით, იგი ნგანუსა და განს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *