ჯორდან ჰენდერსონი: მსოფლიო ჩემპიონატზე შურისძიების შანსი გვექნება

ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ბრიტანელთა ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა ისაუბრა.

“საკუთარი შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ. მძიმე მარცხია, თუმცა ეს წაგება ჩვენთვის მოტივაციად უნდა იქცეს. საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ და წარმატება მოვა.

გუნდი, რომელიც ამ ტურნირისთვის შეიქმნა, განსაკუთრებული გუნდია. 16 თვეში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და შურისძიების შანსი გვექნება.”-განაცხადა ჰენდერსონმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *