ჯორჯია მხარს უჭერს საქართველოს

ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა საფრანგეთში 2023 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა, ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე საქართველოს ნაკრებს უქომაგოს.

იმ სიკეთის, მეგობრობის და ჭეშმარიტი სარაგბო დამოკიდებულებისთვის რომელიც საქართველოს რაგბის კავშირიდან ჩვენმა მეგობრებმა, ასევე მათმა მხარდამჭერებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ აქ ჯორჯიაში, ჯორჯიის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა რომ მსოფლიო რაგბის თასზე ჩვენი გუნდი “ლელოები” იქნებიან და მათ როგორც საკუთარ გუნდს ვუქომაგებთ.

სტივ მეისი, ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

“ის ზრუნვა, რომელსაც თქვენი ერი იჩენს რაგბისადმი მის საძირკველშივე, – ყველაზე ახალგაზრდებიდან დაწყებული დამთავრებული იმ მოთამაშეებით, რომლებიც ქვეყანას წარმოადგენენ , თქვენი მგზნებარება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი, არამხოლოდ განგვაცვიფრებს, არამედ ქედსაც ვიხრით მის წინაში. სწორედ ასეთი მგზნებარება და თავდადება, რომელიც მიმართულია გაზარდო სპორტი ფესვებიდან ხის კენწერომდე,  არის ის რაც ყველა სარაგბო ერმა უნდა ისწავლოს თქვენგან.

ჩვენთვის უსაზღვრო პატივია გიწოდოთ მეგობრები, და იმედი გვაქვს, თქვენი ნაკრები და ასევე ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან, შეძლებენ გაიგონონ ჩვენი შეძახილები და იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა ოკეანის გაღმიდან მსოფლიო თასზე თამაშისას, – სტადიონზეც და სახლშიც, – ჯორჯიიასგან საქართველოსთვის”.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *