ჯორჯინა როდრიგესს, კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულს, რეალის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის საჯარო განცხადება, კრიშტიანუს მადრიდში დაბრუნება მინდაო, სასაცილოდ არ ეყო და ტვიტერში ‘Jajajajajaja’ დაუწერა, რაც ‘Hahahahahaha’-ს ესპანური ანალოგია. ანუ ბოლო დროს გავრცელებული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – დაუჰაჰავა…
კრიშტიანუმ კი განაცხადა: „ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რაოდენ კონცენტრირებული ვარ საკუარ საქმეზე. ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე. ამიტომ მედიაში გაჟღერებული ბოლოდროინდელი ცრუ-ამბები შეურაცხმყოფს, როგორც მამაკაცს და როგორც ფეხბურთელს.
ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთბ წარმატებისთვის. რეალში კი ჩემი ისტორია უკვე დაწერილია და ეს ციფრებში, ტიტულებში და პრიზებში გამოიხატება. ეს ყველაფერი ბერნაბეუს მუზეუმშია.
რეალის ფანებმა კარგად იციან ეს და მეც მათი თანადგომა და სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.“