ჯორჯინა როდრიგესი: არ მინდოდა ჩემს გამომწვევ კაბას რონალდუ დაებნია (ფოტოები)

არახალია, რომ ნეთფლიქსი კრიშტიანუს რონალდუს მეუღლეზე და მოდელზე ჯორჯინა როდრიგესზე ფილმს იღებს. როდრიგესმა განაცხადა, რომ არ უნდოდა მის გამომწვევ კაბას რონალდუ დაებნია.

“რამდენიმე კაბა შევიძინე, ზოგი რომლის ჩაცმას მირჩევდა ზოგი რომლისას. ვიფიქრე, რომ ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას სუპერსექსუალური ვიქნებოდი, თუმცა ამით კრიშტიანუს ყურადღებას გავუფანტავდი და გადავიფიქრე. არ მინდოდა ეს მომხდარიყო, კრიშტიანუსთვის ხელის შეშლა არ მსურდა.” – ციტირებს Sportbible ჯორჯინას სიტყვებს.

რაც შეეხება რონალდუს, მას უკვე ზედიზედ 4 მატჩია არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ 24 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეუგდია.

Leave a comment

Your email address will not be published.