11 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს იტალიის და ინგლისის ნაკრებები შეხვდებიან. ამ მატჩთან დაკავშირებით მედიასთან სკუადრა აძურას კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ისაუბრა.
“ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოსახვედრად 3 წელია ვიბრძვით. ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ და ხალხი გავახაროთ.
რობერტო მანჩინიმ ტურნირის დაწყებამდე გვითხრა, რომ ჩემპიონობისთვის უნდა გვებრძოლა, ამის მოსმენის შემდეგ მანჩინი გიჟად ჩავთვალე, თუმცა ფაქტია ფინალში ვართ.”-განაცხადა კიელინიმ.
როგორც უკვე გითხარით, ევროპირველობის ფინალი 11 ივლისს გაიმართება, მატჩს უემბლის სტადიონი უმასპინძლებს.