ჯოხი… “ლოპეტეგიმ უთხრა ხორდანს, წაიქეცი, ვითომ ცუდად ხარო…” (+ვიდეო)

როგორც იცით, სევილიური დერბი დიდი სკანდალით დასრულდა. სამეფო თასის მერვედფინალი, ბეტისი-სევილია…39-ე წუთი იყო, როცა მსაჯმა რიკარდო დე ბურგოსმა თამაში შეწყვიტა, რადგან ბეტისის ფანისგან ნასროლი ჯოხი სევილიელთა ნახევარმცველ ჟოან ხორდანს თავში მოხვდა.

მაგრამ აი, რას ამბობს ბეტისის თავდამსხმელი, ერთ დროს ბარსელონაში ნათამაშევი კრისტიან ტელიო. მან Twitter-ით მიმართა ფანებს, შეხედეთ, ვის სურდა თამაშის შეჩერებაო. ტელიო მიანიშნებს, რომ მეტოქე პროვოკაციას აწყობს და თამაშის შეწყვეტა სურს, მთავარი მოქმედი პირი კი ხულენ ლოპეტეგია – სევილიას მწვრთნელი.

Radioetadio: „ბეტისის ერთმა ფეხბურთელმა პრივატულ საუბარში დაგვიდასტურა, რომ მშვენივრად გაიგონა, როგორ უთხრა ლოპეტეგიმ ხორდანს, წაიქეცი, ვითომ თავბრუ გეხვევა და ცუდად ხარო. ბეტისის ფეხბურთელმა მეოთხე მსაჯს უთხრა, გაიგონა თუ არა ლოპეტეგის ეს სიტყვები?! მსაჯმაც უპასუხა, რომ გაიგონა“.

გაირკვა, რომ ეს ფეხბურთელი ვიქტორ კამარასა ყოფილა. მოგვიანებით მან კომენტარი გააკეთა:

„სამარცხვინო საქციელი იყო ადამიანისგან, რომელმაც საგანი ისროლა ტრიბუნიდან. თუმცა ის ბეტისის ფანობას არ წარმოადგენს. იმედია, ხორდანს ყველაფერი რიგზე აქვს. არ ვამბობ, რომ ხორდანმა ისიმულიანტა, მაგრამ ფაქტია, მე გავიგონე ლოპეტეგის სიტყვები. მან სიმულიანტობისკენ მოუწოდა ხორდანს“.

ბოლო ინფორმაციით, მატჩი 16 იანვარს გაგრძელდება. ანგარიში 1:1 იყო.

 

Leave a comment

Your email address will not be published.