ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველივე სათამაშო დღეს ასპარეზობას გამოეთიშა ვეტერანი ჟო ვილფრედ ცონგა. ფრანგმა ჩოგბურთელმა 4/6 6/7 წააგო პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-7 გეიმში ფრანგმა ბრეიკპოინტი გამოიმუშა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო.
ვერ გამოყენებული შანსის გამო ცონგა მე-10 გეიმში დაისაჯა – ჰუბერტმა მეტოქის შეცდომებით ისარგებლა, გადამწყვეტი ბრეიქი შეასრულა და სეტიც მოიგო 6/4.
მეორე პარტიაში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და არცერთი ბრეიკპოინტი არ ყოფილა – შესაბამისად დანიშნა ტაიბრეიკი.
პოლონელი ორჯერ იყი წინ მინიბრეიკით, თუმცა ფრანგმა ორივეჯერ ამოქაჩა და პირველი მივიდა სეტპოინტამდე. გადამწყვეტ მომენტში ჰურკაჩმა ისევ მძლავრად გაისროლა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ აქეთ შეასრულა ბრეიკი და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა – 7/6 6/4.
მატჩი 92 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ცონგამ 10 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი დაუშვა. ჰურკაჩმა 9 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა და 2 ბრეიკპოინტიდან ერთის რეალიზება შეძლო.
როტერდამის ტურნირის 1/8 ფინალში ჰუბერტი მეუზეტი/იმერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.