ჰალანდს მეტი უნდა

„თუ შევხედავთ, ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობას, ბევრი ვერ გამაქვს. ვფიქრობ, თამაშების რაოდენობაზე უფრო მეტი ბურთი უნდა მქონდეს შეგდებული. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის და შედეგიანობაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო“, – განაცხადა დორტმუნდის ნორვეგიელმა შემტევმა ერლინგ ჰოლანდმა.

Haaland scores as Norway holds Netherlands to 1-1 draw

არადა, ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ხოლო საკლუბო დონეზე, „დორტმუნდში“, 65 მატჩში, თავი 63-ჯერ გამოიჩინა.

ჰოლანდი საკმარისად შედეგიანია, მაგრამ გაცილებით ამბიციურიც ჩანს…მან მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან (5:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა საკუთარი შედეგიანობით, როგორც ჩანს, მაინც უკმაყოფილოა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *