ჰალეპი და საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის 1/8 ფინალში გავიდნენ

2022 წლის საჩოგბურთო სეზონს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ჩოგბურთელმა AUSTRALIAN OPEN-ის საწყისი 3 რაუნდი “ერთი ამოსუნთქვით” გაირბინა(წააგო მხოლოდ 12 გეიმი) და 1/8 ფინალში გავიდა.

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში სიმონას მეტოქე სწორედ ის დანკა კოვინიჩი იყო, რომელმაც წინა რაუნდში ემა რადუკანუ გამოთიშა ასპარეზობას.

null

ჰალეპმა ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 65 წუთში მეტოქე კორტიდან გააქრო 6:2 6:1.

სიმონა განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა მიღებაზე – 6 ბრეიკი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ტურნირის მოგების ერთ ერთი ფავორიტია.

რუმინელი ჩოგბურთელი 1/8 ფინალურ ეტაპზე ფრანგ ალიზ კორნეს შეხვდება.

დიდი პრობლემები შეხვდა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში არინა საბალენკას. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა საწყისი სეტი წააგო მარკეტა ვონდრუშოვასთან 4:6 და ტურნირიდან გავარდნის სერიოზულ საფრთხეს მიუახლოვდა.

ბელორუსი დროულად გამოფხიზლდა – მეორე სეტის სტარტზევე შეასრულა ბრეიკი და 3:0 დაწინაურდა. არინამ პირველი ჩაწოდების პროცენტული მაჩვენებლის გამოსწორება შეძლო(ქონდა 11 ორმაგი შეცდომა) და იოლად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე 6:3.

null

მესამე სეტში კი ბრძოლა ფაქტიურად აღარ ყოფილა – საბალენკამ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ორთაბრძოლაში გატეხა ვონდრუშოვა და საბოლოო გამარჯვება იზეიმა 4:6 6:3 6:1.

ტურნირის 1/8 ფინალში ბელორუსი ჩოგბურთელი ესტონელ კაია კანეპის შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 2:6 6:2 6:0 მოუგო მედისონ ინგლსს.

Leave a comment

Your email address will not be published.