საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა(N31 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით გადალახა ჰალეს ტურნირის 2 საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ნიკამ რუდოლფ მოლეკერი დაამარცხა ორ ტაიბრეიკზე 7:6 7:6, მეორე წრეში ასევე გერმანელ იანიკ ჰანფმანს სძლია 7:6 6:4.
ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ვეტერანი ჟილ სიმონი( N69 მსოფლიო რეიტინგში) იქნება. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 3:1-ია ფრანგის სასარგებლოდ.
2015 წელი, შანხაის მასტერსი 1/32 ფინალი
ბასილაშვილი – სიმონი 3:6 6:4 0:6
2017 წელი, როლან გაროსი, 1/64 ფინალი
ბასილაშვილი – სიმონი 1:6 6:2 6:4 6:1
2018 წელი, როლან გაროსი, 1/64 ფინალი
ბასილაშვილი – სიმონი 4:6 0:6 7:6 4:6
2018 წელი, უიმბლდონი, 1/64 ფინალი
სიმონი – ბასილაშვილი 6:1 7:6 6:1
თუ ნიკა ჟილ სიმონის ბარიერს გაივლის, ტურნირის მეორე წრეში რინდერკნეხ/ციციპასს შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.
შეგახსენებთ, რომ ჰალეს ტურნირის საპრიზო ფონდი 1 318 615 ევროა, გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 113 785 ევროს მიიღებს.
ჰალეს ტურნირზე განთესილი ჩოგბურთელები
1. დანილ მედვედევი
2. სტეფანოს ციციპასი
3. ალექსანდრ ზვერევი
4. ანდრეი რუბლიოვი
5. როჯერ ფედერერი
6. რობერტო ბაუტისტა აგუტი
7. დავიდ გოფენი
8. გაელ მონფილსი