ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში უგო უმბერმა 6:3 7:6 სძლია ანდრეი რუბლიოვს და კარიერაში მესამე ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.
სიტუაცია სეტის მეორე ნახევარში დაიძაბა, როდესაც მე-8 გეიმში უგომ პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და 5:3 დაწინაურდა.
თითქოს ფრანგს იოლად უნდა დაესრულებინა სეტი თავის სასარგებლოდ, თუმცა რუბლიოვი ასე იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა – ანდრეიმ 3 სეტპოინტი მოიგერია და ორი ბრეიკპოინტიც მიიღო გეიმის
გადასარჩენად, თუმცა უმბერმა გაუძლო ამ გამოცდას და მეოთხე მცდელობით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:3.
მეორე პარტია გაცილებით უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს ფინალისტებმა საკუთარ ჩაწოდებებზე. 12 გეიმის განმავლობაში ბრეიკპოინტიც არ ყოფილა და ლოგიკურად სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც 22 წლის
ფრანგმა ერთი მინიბრეიკის შესრულება შეძლო და ეს სრულიად საკმარისი გამოდგა ჩემპიონობის მოსაპოვებლად 6:3 7:6 (7:4).
მატჩი 1 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში უმბერს 9 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 1 ბრეიკი ქონდა, თავისმხრივ რუბლიოვმა 7 ეისი ჩააწოდა და ვერცერთხელ ვერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება.
უგომ ბევრად უფრო შემტევი ჩგბურთი ითამაშა, ფრანგის ანგარიშზე 29 ვინერსი და 17 უნებლიე შეცდომა ქონდა, რუსს კი 20 ვინერსი და 11 შეცდომა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრატა ისტორიაში ანგარიში 1:1 გახდა.
უმბერმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო (ანტვერპენი, ოკლენდი) და ორშაბათიდან მსოფლიო რეიტინგის 25-ე ჩოგანი იქნება, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
უგომ ჰალეს ტურნირის მოგებით 500 სარეიტინგო ქულა და 113 785 ევრო მიიღო, რუბლიოვმა კი 300 ქულა და 84 075 ევრო.
ჰალეს წყვილთა თანრიგის ფინალში კევინ კრავიცის და ჰორია ტეკაუს ტანდემმა 6:4 6:4 მოუგო ფელიქს ოჟე ალიასიმის და ჰუბერტ ჰურკაჩის წყვილს და კარიერაში პირველი საერთო ტიტული იზეიმა.
გერმანულ- რუმინული ტანდემი წელს ჩამოყალიბდა და მიმდინარე სეზონში უკვე 23 მატჩიც მოიგო. კრავიცმა და ტეკაუმ ფინალური შეხვედრები წააგეს როტერდამსა და ბარსელონაში, თუმცა ეს წაგებათა უსიამოვნო სერია ჰალეში დასრულდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალმა ჩემპიიონებმა ტურნირი სეტის წაუგებლად განვლეს.