ჰარდენის წარმატებული დებიუტი “ფილადელფიაში”

NBA-ს ALL STAR-ის კვირეულის დასრულების შემდეგ განახლდა რეგულარული სეზონი. “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ფილადელფიას” და 102:133 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შედგა ჯეიმს ჰარდენის დებიუტი, რომელმაც 27 ქულა, 8 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა 35 წუთის განმავლობაში.

შეხვედრის პირველ წუთებზე “თიმბერვულვზმა” 6:1 წაიყვანა ანგარიში, თუმცა ამის შემდეგ პარკეტზე უკვე “ფილადლეფია” დომინირებდა – სტუმრებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს, 16-6 დაწინაურდნენ და საფინალო სირენამდე აღარ გაუშვიათ ხელიდან მოპოვებული უპირატესობა.

ტრადიციულად დომინანტური სტატისტიკა ქონდა ჯოელ ემბიდს, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 28 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს ტაირის მაქსიმ.

null

ტობაიას ჰარისმა შეხვედრა მხოლოდ 6 ქულით დაასრულა, თუმცა იდეალური დაცვა ითამაშა მეტოქის ლიდერის – კარლ ენტონი თაუნსის წინააღმდეგ და რიგ ეპიზოდებში აშკარად დაჯაბნა “მინესოტას” ცენტრი.

“ფილადელფიამ” უკანასკნელი 5 მატჩდან 4 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა (36 მოგება/23 მარცხი), “მინესოტამ” ბოლო 3 შეხვედრაში უკვე 2 წააგო და დასავლეთში მხოლოდ მეცხრე საფეხურზე იმყოფება (32/29).

Leave a comment

Your email address will not be published.