ჰარდენი ‘ფილადელფიაში”, სიმონსი “ბრუკლინში, პორჟინგისი “ვაშინგტონში”

10 თებერვალს NBA-ში დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა და უკანასკნელ დღეს არაერთი გიჟური ტრეიდი განხორციელდა.

ყველაზე ხმაურიანი მოთამაშეთა გაცვლა “ბრუკლინმა” და ფილადელფიამ” განახორციელეს: “ნეთსიდან” “ფილაში” გადავიდნენ ჯეიმს ჰარდენი და პოლ მილსაპი, საპირისპირო მიმართულებით სათამაშოდ წამოვიდნენ ბენ სიმონსი, სეტ კარი და ანდრე დრამონდი (+დრაფტის პირველი რაუნდის 2 არჩევანი).

null

“დალასმა” კრისტაპს პორჟინგასი “ვაშინგტონ ვიზარდსში” გაუშვა სათამაშოდ. დედაქალაქურმა კლუბმა ლატვიელი მძიმე ფორვარდი მიიღო, “მავერიქსის” მიმართულებით კი გააგზავნა სპენსერ დინვიდი და დეივის ბერტანსი.

მოთამაშეთა ეს გაცვლა აბსოლიტურად გაუგებარი გახლდათ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან დინვიდი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს რომელზეც ლუკა დონჩიჩი, ხოლო ბერტანს 2025 წლამდე 80 მილიონი ეკუთვნის ხელფასის სახით, რაც ლიგაში ერთერთ ყველაზე “ცუდ კონტრაქტად” ითვლება.

null

“მილუოკიმ”, საკრამენტომ”, “დეტროიტმა” და “კლიპერსმა” ოთხმაგი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც ჯოშ ჯექსონი, ტრეი ლაილსი და დონტე დივინჩენცო “კინგზის” ღირსებას დაიცავენ, მარვინ ბეგლი “პისტონზში” გადავიდა, “ბაქსმა” შემადგენლობა სერჯ იბაკათი შეავსო,ხოლო “კლიპერსში” იასპარეზებენ სემი ოჯელეი და როდნი ჰუდი.

null

დიდი მოლოდინი იყო, რომ დედლაინზე “ლეიკერსი” გაცვლიდა რასელ ვესტბრუკს, თუმცა კალიფორნიულმა კლუბმა ბოლო მომენტში ტრეიდებისგან თავი შეიკავა.

არანაირი ცვლილება არ მომხდარა არც “ნიუ იორკის” რიგებშიც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *