ჰარი კეინი: ეს ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება

11 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისის და იტალიის ნაკრებები შეხვდებიან. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ბრიტანელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა ისაუბრა.

“ეს წარმოუდგენელი მოვლენა იქნება. ვამაყობ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ფინალამდე მოვედი. 11 ივლისი ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება, იქნება გამარჯვებული და დამარცხებული.

როგორც ფეხბურთელი და როგორც პროფესიონალი ყოველთვის შემდეგ მატჩზე ვფიქრობ. ვიცით, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია, ყველანი ფინალზე ვართ კონცენტრირებულნი და ვოცნებობთ თასი ავღმართოთ. რაც არ უნდა იყოს ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ.”-განაცხადა კეინმა.

ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *