ჰარი კეინი: მსგავსი გულშემატკივრები არ გვჭირდება

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ეროვნულ გუნდთან წააგო. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, 11 მეტრიანები მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ გააფუჭეს.

მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში ინგლისის ფანებმა სამივე მათგანისადმი შეურაცხყოფა და რასისტული სიტყვები არ დაიშურეს. ამ ფაქტს ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი გამოეხმაურა და თანაგუნდელები დაიცვა.

“სამმა ბიჭმა, რომელმაც მთელი ჩემპიონატი მშვენივრად ჩაატარა , გამბედაობა ეყოთ და პენალტი შეასრულეს. ისინი ფანებისგან მხარდაჭერას იმსახურებენ და არა რასისტულ შეურაცხყოფას.

თუ ვინმე სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს, ისინი გულშემატკივრები არ არიან. მსგავსი ფანები ჩვენ არ გვჭირდება.”-განაცხადა კეინმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *