ჰატაისპორმა თურქეთის თასზე საბა ლობჟანიძის საგოლე გადაცემით მოიგო (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ თურქეთში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. თურქეთის თასის 1/8 ფინალში ჰატაისპორმა, რომლის ღირსებასაც 27 წლის ნახევარმცველი იცავს, მენემენსპორი 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე სენტ ლუისმა სწორედ საბას პასით გაიტანა.

ლობჟანიძე ჰატაისპორს წელს ზაფხულში შეუერთდა. თურქთა მაისურით მან 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰატაისპორი თურქეთის ჩემპიონატში 32 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს მატჩს ქასიმფაშასთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *