ჰერკულესი? ცრვენა ზვეზდამ აზაროვი წარადგინა (+video)

“Herkules je stigao” – ჰერკულესი მოვიდა. ასე შეეგებნენ სერბეთში ირაკლი აზაროვს.

ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სერბული პრესის ცნობით, აზაროვის ყოფილი კლუბი დინამო ბათუმი 300 000 ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით, ხოლო ცრვენა ზვეზდადან შემდგომი ტრანსფერიდან ბათუმელებს კიდევ 20 პროცენტი შეხვდებათ.

ირაკლის ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება. კონტრაქტი კი 4-წლიანია.

„წითელი ვარსკვლავი“ (ანუ ცრვენა ზვეზდა) დიდი კლუბია, ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული 1991 წელს და აღარ ჩამოვთვლით, თუ რომელ ფეხბურთელებს უთამაშიათ იქ. ისე კი, მწვრთნელი ცნობილი სერბი დეიან სტანკოვიჩია.

ცრვენა ზვეზდა ფაქტიურად გასულია ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, რადგან სომხურ პიუნიკს 5:0 მოუგო. და ჯგუფში შესასვლელად ერთი ეტაპიღა ექნება დარჩენილი: ამ ეტაპზე დიდი ალბათობით ისრაელის მაკაბი ჰაიფას შეხვდება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.