ჰიობერგის გმირობა

ტოტენჰემის დანიელმა ნახევარმცველმა პიერ-ემილ ჰიობერგმა ერთ-ერთ ადამიანს ქუჩაში პირველადი დახმარება აღმოუჩინა. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელს არ გაუხმაურებია. თვითმხილველებმა გაავრცელეს.

 

ჰიობერგი ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის მერე მანქანით სახლში მიდიოდა, სტადიონის ტერიტორიას რომ გასცდა, იქ ახლოს დაინახა, რომ ერთი კაცი მოულოდნელად წაიქცა. მანქანა გააჩერა და ექიმობა შეითავსა, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდოდა. მამაკაცს გონება ჰქონდა დაკარგული.

 

ჰიობერგმა თქვა, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *