ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონემსა ბოხუმთან (2:4) წაგებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა
“ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ფეხბურთელები გაზეთებიდან მხოლოდ ქებას კითხულობენ – საუკეთესონი არიან და მათი დამარცხება არავის შეუძლია.
ატმოსფერო ძალიან კარგია, შესაძლოა – ზედმეტადაც. გუნდს მიწაზე დაშვება სჭირდება.
წაგება არ მესიამოვნა, მაგრამ პრობლემა არაა, ჩემპიონატს 6 ქულიანი უპირატესობით ვლიდერობთ.
სუსტ მოწინააღმდეგეებთან კონცენტრირება გვიჭირს, მაგრამ ზალცბურგთან ასე არ იქნება.”
მოგეხსენებათ, თამაში 16 თებერვალს გაიმართება…