ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი, ბუნდესლიგის განახლების შემდეგ, გუნდის თამაშით უკმაყოფილოა.
„წლის პირველ სამ მატჩში გუნდის თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდები.“ – თქვა ბაიერნის ლეგენდამ.
2023 წლის პირველ სამ მატჩში ბაიერნმა ლაიპციგთან, კიოლნთან და აინტრახტთან ფრედ ითამაშა. ყველა მატჩი 1:1 დამთავრდა.
ამჟამად იულიან ნაგელსმანის გუნდი 37 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფი უნიონი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება რეკორდმაისტერს.