ჰიტცფელდის სტადიონი. უყურე, ისიამოვნე…

ოტმარ ჰიტცფელდზე დავწერთ. მწვრთნელი, რომელმაც ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო ჩემპიონთა ლიგა: დორტმუნდით (1997) და ბაიერნით (2001). ლეგენდარული მწვრთნელი ახლა 72 წლისაა და პენსიაზე გახლავთ.

ჰიტცფელდმა ბაიერნის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დაიცვა, ასეთი კრიტიკა ზედმეტიაო.

„უადგილო კრიტიკაა. ყველა მატჩის მოგება წარმოუდგენელია. ნაგელსმანმა დიდი სამუშაო შეასრულა. მას აქვს ხასიათი და საერთოდ, ის უხდება ბაიერნს“ (Sport1)

ეს კი შვეიცარიაა, ოტმარ ჰიტცფელდის სახელობის სტადიონი…

მთებში ჩაფლული, სერპანტინებით მისასვლელი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ხელოვნურსაფარიანი.

აქ დაბალი ლიგის კლუბი გაპონი თამაშობს.

ჰიტცფელდი გერმანიის ქალაქ ლიორახში დაიბადა, ეს ქალაქი კი ზედ შვეიცარიის საზღვართანაა.

ჰიტცფელდმა შვეიცარიულ კლუბებშიც მაგარი შედეგები აჩვენა… ბოლოს სწორედ შვეიცარიის ნაკრებში მუშაობდა და მერე მშვიდი სიბერე ამჯობინა.

Leave a comment

Your email address will not be published.