ჰოლანდის ალტერნატივა? – რეალს 21 წლის გოლეადორი უნდა

მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდია. EL Nacional-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები ნორვეგიელს ვერ გადაიბირებენ, ისინი ფიორენტინას სერბი თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას შეეცდებიან.

ვლაჰოვიჩი 21 წლის გახლავთ, ფლორენციელებმა იგი 2018 წლის ზაფხულში პარტიზანიდან დაიმატეს და დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში ვლაჰოვიჩმა 20 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ რეალი ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც ვლაჰოვიჩით დაინტერესდა. მისი გადაბირება არსენალს, ნიუკასლს და იუვენტუსსაც სურთ.

რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდი დღეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება. მატჩი 22:30-ზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published.