ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი გამოჯანმრთელდა. დორტმუნდის მწვრთნელმა მარკო როზემ განაცხადა, რომ დიდი შანსია, ჰოლანდი გუნდს გაჰყვეს ვოლფსბურგთან მატჩისთვის: ეს შეხვედრა შაბათს გაიმართება…
როგორ დააკლდა დორტმუნდს და ნორვეგიის ნაკრებს, ეს კარგად გამოჩნდა: დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გავიდა, ნორვეგიამ კი მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგა.
გარდა ამისა, როზემ იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიელი სრულიად მზად იქნება 4 დეკემბრისთვის. ამ დღეს დორტმუნდი ბაიერნს ეთამაშება.
და ტრანსფერი? ჰოლანდის აგენტმა მინო რაიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ზამთრის ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია. ჰოლანდს ესპანეთი უყვარს, სადაც სახლიც აქვს. მაგრამ ჯერ ადრეა ვარაუდი, თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში“.