ჰოლანდი ბაიერნში? – ამ ამბავზე ბილდი წერს!

როგორც გერმანული ბილდი წერს, ბაიერნი ერლინგ ჰოლანდის შეძენას განიხილავს. 

მიუნხენური გრანდი 21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ რობერტ ლევანდოვსკი კლუბს დატოვებს. 

წყაროს ინფორმაციით, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, საკომისიოს სახით, 30-40 მილიონი ფეხბურთელის აგენტს – მინო რაიოლას – ერგება. საკომისიო, ასევე, ერლინგის მამას – ალფ-ინგე ჰოლანდსაც ეკუთვნის. 

ახალ კლუბში, ჰოლანდს წელიწადში 30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *