ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი ყველამ იცის… ნორვეგიულმა ბოდო გლიმტმა რომ კონფერენციის ლიგაში რომა 6:1 გაანადგურა, ესეც ცნობილია.
საინტერესოა, რომ რომას კარში დუბლის და ასევე, სამი საგოლე პასის ავტორი ერიკ ბოტჰეიმი ჰოლანდის ბავშვობის მეგობარი და თანაგუნდელია.
და არა მხოლოდ: ჰოლანდმა და ბოტჰეიმმა კიდევ ერთ მეგობარ ფეხბურთელ ერიკ სანდბერგთან ერთად რეპ-ტრიო შექმნეს, ჯგუფი Flow Kingz. ერთად მღეროდნენ.
მერე კი, როცა პროფესიონალებში გადასვლის დრო მოვიდა, რეპიც მორჩა… მთლიანად ფეხბურთზე გადაერთვნენ.