6 მარტს გასამართ სატიტულო ორთაბრძოლას, რომელშიც ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი მესამედ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, ეს უკანასკნელი ტრავმის გამო გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. უცნაურია ის ფაქტი, რომ მათი ბრძოლა სულ ორიოდე დღის წინ გაოფიციალურდა, ჰოლოვეი კი ბრძოლას უკვე ჩაეხსნა.
ეს ჩაშლილი ორთაბრძოლა, ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ გიგა ჭიკაძეს სატიტულო ორთაბრძოლამდე სულ 1 ნაბიჯი აშორებ და ეს მისთვის ერთგვარი შანსია. თუ იგი 16 იანვარს კატარს დაამარცხებს, ფაქტობრივად ინაღდებს ვოლკანოვსკითან სატიტულო ბრძოლას, ვინაიდან და რადგანაც, აღნიშნულ წონაში, სხვა არც ერთი კონტენდერი არ მოიაზრება ქამარზე ბრძოლის პრეტენდენტად. მეტიც, თუ გიგა ზიანის გარეშე ჩაატარებს კატართან ბრძოლას, არაა გამორიცხული ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ჩანიშნულ თარიღზე, 6 მარტს იბრძოლოს.
კატართან გამარჯვების შემთხვევაში, გიგა ზედიზედ 8 გამარჯვებას დააგროვებს. ვოლკანოვსკის ჰოლოვეი უკვე ორჯერ დაამარცხა, დიდი ალბათობით, UFC-სთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც, გიგასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება გაცილებით საინტერესოდ ჟღერს.