ჰოლოუეი ბრძოლას გამოეთიშა – შანსი გიგას

18 ივლისისთვის ჩანიშნულ ბრძოლას იაირ როდრიგეზსა და მაქს ჰოლოუეის შორის ეს უკანასკნელი ტრამვის გამო გამოეთიშა. ჯერ-ჯერობით ბრძოლა ოფიციალურად ჩაშლილად არ გამოცხადებულა, UFC იაირისთვის ახალ მეტოქეს ეძებს, ეს კი გიგასთვის შანსია. გიგას UFC-დან უკვე დაუკავშირნენ, გიგამაც თანხმობა განაცხადა, ჯერი როდრიგეზზეა. ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლაში ლეგენდარული კაბ სვანსონი პირველივე წუთზე დაამარცხა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ამასთან გიგა უკვე TOP 10-ის მებრძოლია, და თუ გავითვალისწინებთ რომ TOP 10-ის დანარჩენი მებრძოლების უმრავლესობას ბრძოლები უკვე ჩანიშნული აქვს, გიგას ვარიანტი ყველაზე რეალურია. თანაც სტილისტიკურად, იაირისა და გიგას დონის სტრაიკერების ჯახი საკმაოდ სანახაობრივი იქნება. აღნიშნული ბრძოლისთვის მზადყოფნა გიგამ სოც. ქსელის მეშვეობით გამოაცხადა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *