ჰოფენჰაიმის ახალი კაცი

გერმანულმა ჰოფენჰაიმმა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. ის  45 წლის ამერიკელი სპეციალისტი, პელეგრინო მატარაცო გახლავთ, რომელიც ამ პოსტზე ანდრე ბრაიტენრაიტერს შეცვლის. მხარეებმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.

მოსალოდნელია, რომ გუნდი უკვე მატარაცოს ხელმძღვანელობით ითამაშებს  ბუნდესლიგის მე-20 ტურის მომავალ მატჩს ლევერკუზენის წინააღმდეგ. ამერიკელი სპეციალისტის წინა სამუშაო ადგილი შტუტგარტი გახლდათ, რომლიც მან გასულ სეზონში ელიტარული დივიზიონიდან გავარდნას გადაარჩინა.

ჰოფენჰაიმს ამჟამად ბუნდესლიგაში ცხრამატჩიანი წაგებების სერია მოუგროვდა. გუნდის ბოლო გამარჯვება ჩემპიონატში 2022 წლის 14 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც შალკე 3:0 დაამარცხა.

ბუნდესლიგის ცხრილში გუნდი მე-14 ადგილზეა და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.

US coach Pellegrino Matarazzo signs new Stuttgart deal -"Fits perfectly to  the club" | Transfermarkt

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *