საფრანგეთის ქალაქ მეცში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელიც ჰუბერტ ჰურკაჩის სრულ ბენეფისად იქცა.
პირველად საკუთარ კარიერაში პოლონელი ჩოგბურთელი ATP-ის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მანაც გაცემული ავანსები სრულიად გაამართლა.
ჰუბერტმა ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია – 1/8 ფინალში 6:2 6:3 სძლია ლუკა პუის, 1/4 ფინალში 7:6 6:3 მოუგო მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგან ენდი მარეის , ნახევარფინალში 6:4 7:6 სძლია პიტერ გოიოვჩიკს, ხოლო ფინალში ასევე 2 სეტში მოუგო პაბლო კარენო ბუსტას 7:6 6:3 და მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიპოვა (დელრეი ბიჩი, მაიამი).
ერთეულთა თანრიგის მოგების შემდეგ პოლონელი წყვილების ფინალის სათამაშოდ გამოვიდა, სადაც იან ზელინსკისთან ერთად 7:5 6:3 სძლია რინდერკნახ/ნისის დუეტს და კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰუბერტმა როგორ ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგიც სეტის წაუგებლად მოიგო.
განახლებული რეიტინგით ჰურკაჩმა 1 საფეხურით წაიწია წინ და დღეიდან ის მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.