ჰუმელსის შვილმა მამის ავტოგოლი იზეიმა

მატს ჰუმელსმა გერმანულ Bild-ს სახალისო ამბავი მოუყვა. თურმე მის შვილს საფრანგეთთან გოლი უზეიმია… არადა, ჰუმელსმა თავის კარში გაიტანა და თან ეს გადამწყვეტი გამოდგა – 0:1.

 

„ჩემი ვაჟი მხოლოდ 3 წლისაა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ იცის, რა არის ავტოგოლი. იფიქრა, რომ რადგან ბურთი კარში შევაგდე, კარგი იყო. მითხრეს, რომ გოლი იზეიმა. ალბათ რაღაცეების ახსნა მომიწევს“.

 

ჰუმელსი პირველი გერმანელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *