ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, დორტმუნდმა აიაქსი მიიღო. როდესაც 0:0 იყო, მსაჯმა ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ჰუმელსი მოედნიდან გააძევა. ეს ეპიზოდი VAR-მაც შეამოწმა, თუმცა არბიტრს დაეთანხმა
თამაშის შემდეგ, აღშფოთება ჰუმელსმა ვერ დამალა და ტვიტერზე დაწერა:
“წითელი ბარათის შესახებ სიტყვები არ მაქვს… VAR-ს მოკითხეთ…
როგორც გამოჩნდა, მოსაგებად საკმარისი ვერ გავაკეთეთ, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს,” – თქვა ჰუმელსმა
აიაქსმა შეხვედრა 3:1 მოიგო. აიაქსი 12 ქულით პირველზეა, მას დორტმუნდი და სპორტინგი 6-6 ქულით მიჰყვებიან…