1/8 ფინალური წილისყრის შედეგები გაუქმდა

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტექნიკური შეცდომების გამო, წილისყრის შედეგები გაბათილდა და თავიდან გაირკვევა თუ ვინ ვის შეხვდება პლეი-ოფში.

რაც შეეხება შეცდომებს, ვილიარეალის შესაძლო მეტოქედ მანჩესტერ იუნაიტედიც იყო და ეს წესებით აკრძალული გახლდათ, რადგან ვილიარეალი და მანჩესტერი 1 ჯგუფში იყვნენ, 1 ჯგუფის გუნდები კი პლეი-ოფში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. გარდა ამისა მანჩესტერი ატლეტიკოს შესაძლო მეტოქეთა სიიდანაც ამოღებული იყო. სწორედ ამ ტექნიკური შეცდომების გამო, ესპანურმა გუნდებმა შედეგების გაბათილება მოითხოვეს და მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

წილისყრა თავიდან დღეს 18:00-ზე ჩატარდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *