10 ერთნაირი საფეხბურთო ფორმა – პუმას ექსპერიმენტი

ევროპულ ფეხბურთში ახალი სეზონები იწყება, ტრანსფერებთან და წმინდა საფეხბურთო ასპექტების განხილვასთან ერთად, ამ პერიოდში აქტუალური ხდება კლუბების ახალი სათამაშო ფორმების გაცნობა და შემდეგ განხილვა. მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში მთავარი მსჯელობის თემა პუმას ინოვაციაა, კომპანიამ ამ ინდუსტრიაში ახალი სიტყვის თქმა გადაწყვიდა და 10 კლუბს მესამე სათამაშო ფორმები იდენტური დიზაინით დაუმზადა. ყველაზე სათამაშო ფორმა ზუსტად იმეორებს დეტალებს, სიგრძეზე დატანილი სახელისა და სპონსორის გარდა, მაისურზე მთავარ ადგილს პუმას ლოგო იკავებს, დანარჩენი დეტალები კი ფერებსა და სხვადასხვა მინიმალისტურ ერთეულებში მთელ პერიმეტრზეა გადანაწილებული.

მანჩესტერ სიტი
მილანი
მარსელი
რენი
ვალენსია
მიონხენგლადბახის ბორუსია
პსვ
შახტარი
კრასნოდარი
ფენერბაჰჩე

ეს არის იმ კლუბების ჩამონათვალი, რომლებმაც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა სიამოვნებით მიიღეს. უამრავი სასაცილო პოსტისა და მიმის შექმნის პარარელურად, კრიტიკის ფონზე ფანების მეორე ნაწილში ახალმა ეკიპირებებმა მოწონება დაიმსახურა და კლუბები დიდი რაოდენობით მესამე მაისურებს ყიდიან, როგორც წესი აქამდე ასეთი მოდელები ნაკლები პოპულარულობით სარგებლობდა, რადგან კლუბი მესამე სათამაშო ფორმას იშვიათად იყენებს და ძირითადი პირველი და მეორე ( საშინაო – საგარეო ) მაისურებით ასპარეზობს.

” ეს ნამდვილი სიგიჟეა და ინოვაციაა, ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპებს, გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა და ჩვენი სტანდარტები დაგვეწესებინა, შედეგებით კლუბებთან ერთად ბედნიერები ვართ, ძალიან საინტერესო და აზარტული პროცესი იყო, დავამტკიცეთ რომ დროის მოკლე მონაკვეთში ეფექტური მუშაობა შეგვიძლია ” – აცხადებს პუმას დიზაინერი ულრიხ ფლანერი.

ათივე მაისური პუმას ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე ხელისაწვდომია და გაყიდვაშია, სასურველ ფორმას ასევე შეიძენთ ათივე კლუბის ინტერნეტ ფან-შოპში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *