ტოპ-10… ვინ დახარჯა ყველაზე მეტი იანვარში?

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე დიდი თანხა ნიუკასლმა დახარჯა. ეს მოსალოდნელიც იყო… გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში საშიშ ზონაშია – ბოლოდან მესამე ადგილზე, ხოლო ფინანსური შესაძლებლობები ძალიან დიდი აქვს. ნიუკასლი ოქტომბერში იყიდა საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციების კონსორციუმმა. მათ კლუბის აქციების 80 % ჩაიბარეს.

აი, 10 კლუბი, რომლებმაც ყველაზე მეტი დახარჯეს იანვარში:

ნიუკასლი – 102,1 მილიონი ევრო

იუვენტუსი – 97,7

ბარსელონა – 55

ლივერპული – 45

ევერტონი – 37,5

ასტონ ვილა – 30

ტოტენჰემი – 29

ფიორენტინა – 28

ზენიტი – 27,15

უოტფორდი – 24,7

ეს კლუბები. კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, იანვარში ყველაზე მეტი გადაიხადეს სერბ დუშან ვლაჰოვიჩში. იუვემ ფიორედან 81,6 მილიონად იყიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *