საქართველოს ნაკრები ამსტრდამში გაემგზავრა, სადაც 11 თებერვალს რაგბი ევროპის მეორე ტურის მატჩში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ათი ცვლილებაა.
უაკანა ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ აკაკი ტაბუცაძემ შეინარჩუნა, შერკინებაში კი ოთხმა მორაგბემ, ბურჯმა ნიკა აბულაძემ, მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, მესამეხაზელებამა გიორგი ცუცქირიძემ და გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ.
სრულად შეიცვალა ღერძი, სადაც თამაშს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე დაიწყებენ, ასევე სხვა შემადგენლობით ითამაშებენ შუამარბები – გიორგი კვესელაძე და ს დემე თაფლაძე, რომლებაც გერმანიასთან არ უთამაშიათ. ფულბეკის პოზიციაზე დაბრუნდება დავით ნინიაშვილი, ფრთაზე კი, სანდრო თოდუა.
შერკინების პირველ ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე. კვაჭის პოზიციაზე ამჯერად გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, მარჯვენა ბურჯი კი ბექა გიგაშვილი იქნება. მეორე ხაზში კონსტანტინე მიქაუტაძეს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, რომელიც გერმანიასთან თადარიგშო იყო. მესამე ხაზში სათადარიგოთა სკამიდან დაწინაურდა ოთარ გიორგაძე. ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეორედ უკაპიტნებს ბექა საღინაძე. კვლავ ძირითად შემადგენლობაშია გერმანიასთან სამი ლელოს გამტანი გიორგი ცუცქირიძე.
მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე. 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ლაშა ხმალაძე