ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი – 101 კვირას ატარებს, როგორც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი. ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ეშლი გახდა მერვე ადამიანი, რომელმაც 100 ან მეტი კვირა გაატარა რეიტინგის პირველ ნომრად.
1. შტეფი გრაფი – 377
2. მარტინა ნავრატილოვა – 332
3. სერენა უილიამსი – 319
4. კრის ევერეტი – 260
5. მარტინა ჰინგისი – 209
6. მონიკა სელეში – 178
7. ჟუსტინ ენენი – 117
8. ეშლი ბარტი – 100
შეგახსენებთ, რომ ბარტის კარიერაში 13 ტიტული აქვს მოგებული, წლევანდელ სეზონში კი ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მელბურნის, მაიამის, შტუტგარტის, ცინცინატის და უიმბლდონის ტურნირები მოიგო. ამჟამად ეშლი მსოფლიო რეიტინგს 7701 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ არინა საბალენკას 6150 ქულა აქვს.