ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მეორე სათამაშო დღეს ტრადიციულად 8 მატჩი გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში ფავორიტებმა მოიგეს, კვლავ მოუგებელია მილანი, რომელიც პორტუსთან ქულას დასჯერდა.
ყველაზე დიდ ინტერესს ლივერპული – ატლეტიკოს მატჩი იწვევდა. ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრა მერსისაიდელთა სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და სიმეონეს გუნდი ბრიტანეთში რევანშის ასაღებად ჩავიდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა. მთელმა შეხვედრამ მერსისაიდელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. კლოპის ბიჭებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. შესანიშნავი იყო მოჰამედ სალაჰი, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა, თუმცა ესპანელთა მცველებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.
რაც შეეხებათ გოლებს, მე-13 წუთზე დიეგო ჟოტამ შეაგდო, 8 წუთში კი სადიო მანემ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ალექსანდრ-არნოლდმა ჩაიწერა. ატლეტიკოს სიტუაცია 36-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა გუნდი 10 კაცით დარჩა. მსაჯმა ფელიპეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ლივერპული 12 ქულით ცხრილის სათავეშია და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გარანტირებული აქვს, შემდეგ შეხვედრას კი პორტუსთან გამართავს. ატლეტიკო 4 ქულით მესამეზეა და შემდეგ ტურში მილანს დაუირისპირდება.
დანარჩენი მატჩებიდან მადრიდის რეალმა შახტარს 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს დღეის მონაცემებით ჩემპიონთა ლიგაში 1001 გოლი დაუგროვდათ, საიუბილეო მეათასე გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა. მანჩესტერ სიტიმ ბრიუგე მიიღო და 4:1 დაამარცხა, 1:1 დასრულდა მილანი პორტუს დაპირისპირება, პსჟ ლაიფციგს ესტუმრა და ვერ მოუგო – ფრე 2:2, 3:1 მოიგო აიაქსმა, რომელიც დორტმუნდს ესტუმრა, სპორტინგმა ლისაბონში ბეშიქთაშს 4:0 სძლია, 1:3 დასრულდა შერიფი ინტერის მატჩი.